მაიამიში საფეხმავლო ხიდის ჩამოშლას (ფლორიდის შტატი) სულ ცოტა ოთხი ადამიანის სიცოცხელ ემსხვერპლა, ხოლო ათი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ერთ-ერთ დაზარალებული კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
ამ დროისთვის, მხოლოდ ოთხი გარდაცვლილის სხეულია აღმოჩენილი, თუმცა სამძებრო სამუშაოები და ნანგრევების დათვალიერება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ხელისუფლება არ გამორიცხავს რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზარდოს.
ფლორიდის შტატის სენატორი აცხადებს, რომ შედეგად დაღუპულია 6 დან 10 ადამიანამდე, თუმცა სამართალდამცავი ორგანოები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
ცნობისთვის, საფეხმავლო ხიდი მაიამიში ხუთშაბათს ჩაინგრა. მისი მშენებლობა დასრულებული არ იყო.