ქართველი რესპონდენტებიდან, რომლებსაც საზღვარგარეთ დროებით მუშაობა სურთ, ყველაზე მეტი აშშ-ს (18%) ასახელებს სასურველ ქვეყნად, დიდ ნაწილს სურს გერმანიაში მუშაობაც (15%). რუსეთი ქართველების ფავორიტ 5 ქვეყანას შორისაა. თუმცა, მეხუთე ადგილზეა და ამ ქვეყნებს შორის, ქართველებისთვის შედარებით ნაკლებად სასურველი ადგილია სამუშაოდ (7%).
IPM კვლევების მიხედვით, სომხების იმ ნაწილისთვის, რომელსაც სხვა ქვეყანაში მუშაობის სურვილი აქვს, ფავორიტი ქვეყანა რუსეთია (23%). მათი დიდი ნაწილისთვის აშშ-ც მიმზიდველი ქვეყანაა დროებითი სამსახურისთვის (18%).
აღსანიშნავია, რომ თურქეთი მხოლოდ აზერბაიჯანელი რესპონდენტებისთვის არის სამუშაოდ განსაკუთრებულად მიმზიდველი ქვეყანა (26%). აზერბაიჯანელების 14% რუსეთში, 12% კი გერმანიაში მუშაობის სურვილს გამოთქვამს.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველების უმრავლესობამ საზღვარგარეთ მუშაობის სურვილი გამოთქვა, როგორც აღმოჩნდა, რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, მათ ყველაზე ნაკლებად სურთ სხვა ქვეყანაში მუშაობა (36%).
კვლევაში, რომელიც IPM-მა ჩაატარა და WOM-მა გამოაქვეყნა, თითოეული ქვეყნის 1200-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.