თბილისში, დიღომში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, 30-წლამდე მამაკაცი ბინაში მარტო ცხოვრობდა. მამაკაცის ცხედარი გარდაცვლილის მეგობრებმა იპოვეს.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.