ბათუმში, მშენებრე კორპუსიდან გადავარდნილი 13 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას თავზე ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ იაშვილის კლინიკაში განუცხადეს.
მოზარდი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრიდან თბილისში იაშვილის კლინიკაში გუშინ, გვიან ღამით გადმოიყვანეს.
„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავზე ნეიროქირუქგიული ოპერაცია ჩაუტარდა“, - აცახდებენ კლინიკაში.
ცნობისთვის, ბათუმში, მშენებარე კორპუსიდან 13 წლის ბიჭი ორი დღის წინ ჩამოვარდა.
მომხდართან დაკავშირებით ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.