რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ხატების კუთხეში ანთებული სანთლიდან გაჩნდა.
ხანძრის შედეგად ხატების კუთხე და საყოფაცხოვრებო ნივთები დაიწვა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.