რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, “ტოიოტა ფიტი”-ის მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შედეგადაც შუა გამყოფ ზოლს შეეჯახა და ამოტრიალდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
მიმდინარეობს გამოძიება.