დღეს, 12 მარტს, თბილისში ჩინური სახალხო დღესასწაული, ნერგების ფესტივალი გაიმართება.
გამწვანების აქცია 11:00- საათზე, ვარკეთილში (ვარკეთილის 3, მე-4 მიკრორაიონი. სესილია თაყაიშვილის ქუჩა. სკვერი) დაიწყება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსი, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი, ჩინური კომპანიები, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ და ა.შ.
გამწვანების აქციის ფარგლებში, იგეგმება ღონისძიების ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის გასართობ/შემეცნებითი აქტივობა.