ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 190-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
შეგახსენებთ, რომ მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, დღეს დილით აღნიშნულ მონაკვეთზე ჩამოვიდა დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.