დღეს, ჟენევის 88-ე საერთაშორისო ავტოსალონი ოფიციალურად გაიხსნა. ის შვეიცარიის საგამოფენო ცენტრ „პალექსპოში“ ტარდება.
მასზე წარმოდგენილია 110 საპრემიერო ავტომობილი მთელი მსოფლიოდან. ასევე ისეთი ახალი თაობის მოდელები, როგორიცაა Audi A6; Kia Ceed და Mercedes-Benz A კლასი. ასევე, კონცეპტუალური მანქანები Skoda Vision X; BMW 8 Series Gran Coupe; Peugeot 508; Hyundai Santa Fe და Lexus UX.
უნდა აღინიშნოს, რომ ავტოსალონმა უარი თქვა სტენდებზე გოგოების წარმოდგენაზე. ექსპოზიცია დამთვალიერებლებისთვის 18 მარტამდე გაგრძელდება.