თბილისში, მტკვარში ცხედარი იპოვეს.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ადასტურებს.
მათი ცნობით, მაშველებმა მტკვრიდან ცხედარი უკვე ამოიტანეს.
არსებული ინფორმაციით, დაღუპული სახლიდან 45 დღის წინ სათევზაოდ გავიდა, თუმცა უკან აღარ დაბრუნებულა. ადგილზე ნაპოვნია ანკესი და სათევზაო ინვენტარი.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.