საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 190-ე კმ-ზე ჩამოდის მიწა-კლდის შვავები, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი მძიმე ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები დილიდან ინტენსიურად მიმდინარეობს. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.