აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სახალხო დამცველთან ნინო ლომჯარიასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და მინისტრის მოადგილე-რამაზ ჯინჭარაძე ესწრებოდნენ. ზურაბ პატარაძემ ნინო ლომჯარიას რეგიონში არსებული სიტუაცია გააცნო და მზარდ ტურისტულ და საინვესტიციო მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სახალხო დამცველს იმ მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ ესაუბრა, რომელიც რეგიონში ადამიანთა უფლებების დაცვის მიმართულებითაა აქტუალური. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში ეკომიგრანტების, ე.წ. მუყაოს ქალაქის, მიწის რეგისტრაციის, რელიგიური უმცირესობების და სახანძრო-სამშენებლო უსაფრთხოების საკითხები.