დასავლეთ ავსტრალიის სანაპიროზე ვეშაპისებრმა ზვიგენი, რომელსაც უზარმაზარი პირი აქვს, ტურისტებით სავსე ნავთან მიცურა.
კადრებიდან, რომელიც ფოტოგრაფმა ტომი ქენონმა გადაიღო, ჩანს, რომ მას იახტის „გადაყლაპვაც“ შეუძლია.
ეს არის ყველაზე დიდი თევზი დედამიწაზე, რომელიც დიდ დროს წყლის სიღრმეში ატარებს, თუმცა მარტიდან ივლისამდე მისი შენიშვნა ავსტრალიის სანაპიროებიდან შესაძლებელია.
როგორც ფოტოგრაფი აცხადებს, სურათები სანაპიროდან 6 კმ-ს დაშორებითაა გადაღებული.
ის ამბობს, რომ თითქოს საშიში არაფერი იყო, რადგანაც სწორედ ამ სანახაობისთვის ავსტრალიას ძალიან ბევრი უცხოელი ტურისტი აკითხავს.
ვეშაპისებრი ზვიგენი ძალიან ცნობისმოყვარე აღმოჩნდა და ის იახტის გვერდით და მის მახლობლად 50 წუთის განმავლობაში ცურავდა.
ვეშაპისებრი ზვიგენის სიგრძე 15 მეტრამდეა და ის შესაძლოა 20 ტონასაც კი იწონიდეს. ის განადგურების წინაშე მყოფ სახეობად მიიჩნევა.
ვეშაპისებრი ზვიგენი მრავლდება კვერცხებით. დღემდე მოპოვებულია ვეშაპისებრი ზვიგენის ერთადერთი კვერცხი (სიგრძე 67 სმ, დიამეტრი 40 სმ). მას 15 ათასამდე კბილი აქვს და იკვებება პატარ-პატარა თევზებით, კალმარებით და კიბოსნაირებით. სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს.
