უნებართვო გარევაჭრობისთვის ჯარიმები გამკაცრდება, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, განმეორებით დარღვევაზე კიდევ უფრო მეტი ჯარიმა იქნება.
„ინიციატივა უნებართვო გარევაჭრობაზე ჯარიმის გაზრდას ითვალისწინებს. უნებართვო გარევაჭრობის აღსაკვეთად, საჭიროა საჯარიმო სანქციების მექანიზმის გამკაცრება და ეფექტური ზედამხედველობის განხორციელება. მივიღე დავალება, რომ გადამზადდნენ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, ასევე მოხდეს სამსახურის რეფორმირება. საჭიროების შემთხვევაში მოხდება რესურსის გაზრდა, რათა ეფექტური შედეგები მივიღოთ. განმეორებით დარღვევაზე კიდევ უფრო მეტი ჯარიმა იქნება. ფართები არსებობს, თუმცა ხდება უნებართვო ვაჭრობა და ეს უნდა აღიკვეთოს. რაც შეეხება ჯარიმების ოდენობას, ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.