რუსთავში ბუნებრივი აირით 3 ადამიანი მოიწამლა.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. მათივე ცნობით, სამივე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქციის ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს”, – განაცხადეს შსს-ში.
უწყების ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა.