ბათუმის მერიის ინფორმაციით, შპს ,,სანდასუფთავებამ“ დაბინძურებული მდინარე მეჯინისწყლის გაწმენდითი სამუშაოები განახორციელა.
სამუშაოების მიმდინარეობისას მდინარიდან ამოღებული იქნა საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გაუფრთხილდნენ გარემოს და ნუ ჩაყრიან მდინარეში საყოფაცხოვრებო ნარჩენებს.