გერმანიის ჰიმნის ტექსტი საჭიროებს შეცვლას, ის უფრო „გერნედრულ ნეიტრალური“ უნდა გახდეს. აცხადებს, გერმანიის სამინისტროს, ოჯახის საკითხებში სქესის თანასწორუფლებიანობის ხელმძღვანელი, კრისტინ როუზ-მერინგი.
კერძოდ, იგი სთავაზობს ხელისუფლებას ჩანაცვლდეს წინადადება "ძმური გულით და ხელით" სიტყვით - "წრფელი გულით და ხელით" და ასევე სიტყვა "მამული" ჩანაცვლდეს სიტყვა "სამშობლოთი". ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
როუზი ხელმძღვანელობს მეზობელი ავსტრიის მაგალითზე, სადაც 2012 წელს ასევე შეცალეს ჰიმნის ტექსტი. ჩანაცვლებული იყო წინადადება "დიდებული კაცების ქვეყანა" სიტყვით "დიდებული ქალების და კაცების ქვეყანა".
გერმანიის ეროვნული ჰიმნის ტექსტი 1841 წელს პოეტ აუგუსტ ჰაინრიხ ჰოფმან ფონფალერსლებენის მიერაა დაწერილი.
შეგახსენებთ, რომ 1 თებერვალს კანადის სენატმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ითვლალისწინებს „გენდერულ ნეიტრალურ“ ცვლილებებს ეროვნული ჰიმნის ტექსტში.