ქართველი ეკონომისტის, პოლიტიკოსის და ლიდერთა სკოლის დამფუძნებლის, გია მაისაშვილის ცხედარს აშშ-იდან საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ და სიონის საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ.
მას 6 მარტს, კოსტა ხეთაგურის 7 ნომერში მდებარე წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ.
გია მაისაშვილს რამდენიმე წლის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ის 26 თებერვალს, 55 წლის ასაკში, აშშ-ში მკურნალობისას გარდაიცვალა, მისი ბოლო სურვილი კი სიკვდილამდე ქვეყანაში ჩამოყვანის თხოვნა გახლდათ.
გიორგი მაისაშვილი 1962 წლის 24 ნოემბერს დაიბადა, 1993 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში (აშშ) გაიარა სპეციალური კურსი, 1997 წელს დაამთავრა ჯონ ფ. კენედის სახელობის ჰარვარდის სამთავრობო სკოლა. მუშაობდა ენერგეტიკულ კომპანია ენრონში, სადაც 2001 წლამდე კორპორაციის რისკის ანალიზის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. იყო კემბრიჯის ენერგეტიკული ასოციაციის (CERA) კასპიის აუზის ენერგეტიკული შემცველებისდეპარტამენტის უფროსი.
2003 წელს ის საქართველოში დაბრუნდა.
2007 წლის 26 ივლისს მაისაშვილმა დააფუძნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მომავლის პარტია“.
2008 წლის 5 იანვრის გია მაისაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა.