ოზურგეთსა და ფოთში საგამოცდო ცენტრები არ დაიხურება და მათი ფუნქციონირება გაგრძელდება.
ამის შესახებ გადაწყვეტილება განათლების მინისტრმა მიიღო.
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით ოზურგეთსა და ფოთში საგამოცდო ცენტრები შენარჩუნდება. რეგიონებში აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს მინისტრის დავალებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მაია მიმნინოშვილი დღეს ესაუბრა და მოსახლეობასთან კონსულტაციის შედეგად, გადაწყდა, რომ ოზურგეთსა და ფოთში საგამოცდო ცენტრები არ დაიხურება და ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს გამოცდების აღნიშნულ ცენტრებში ჩაბარებას“, - ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.