აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ მისი ქალიშვილი და მრჩეველი ივანკა და მისი ქმარი ჯარედ კუშნერი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ უნდა მუშაობდნენ და თეთრი სახლი უნდა დატოვონ. თუმცა პირადად ამის შესახებ არაფერს ეუბნება და არწმუნებს, რომ თეთრ სახლში მუშაობა უნდა გააგრძელონ. ამის შესახებ გამოცემა New York Times-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.
გაზეთის ინფორმაციით, ტრამპის ზოგიერთი თანაშემწე უკმაყოფილებას გამოხატავს იმის შესახებ, რომ ივანკამ და მისმა ქმარმა თეთრ სახლში თავიანთი პოსტები შეინარჩუნეს, იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტი ხშირად ამბობს, რომ მათ იქ მუშაობა არ უნდა დაეწყოთ და იქიდან სასწარფოდ უნდა წავიდნენ.
გამოცემის ცნობით, მან პრეზიდენტის აპარატის უფროსს ჯონ კელის პირადად სთხოვა, რომ მათ დათხოვნაში დახმარებოდა.
გამოცემა წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ტრამპი სიძით ჯარედ კუშნერით იმედგაცრუებულია და მას რიელტერული კომპანიის საქმესთან დაკავშირებული გამოძიების გამო ტვირთად მიიჩნევს.
გაზეთი ასევე წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპის შვილები ჯონ კელის მამის წარმატების დაბრკოლებად მიიჩნევენ და ადმინისტრაციაში მისი ყოფნის გამო მის მიმართ მტრულად არიან განწყობილნი.