ცოტა ხნის წინ მტკვარში მამაკაცი გადახტა. თვითმხილველები მიიჩნევენ, რომ მან თვითმკვლელობა სცადა, რადგან მდინარეში გადახტომამდე პირჯვარი გადაიწერა.
მოსახლეობამ ადგილზე სამაშველო და სასწარფო სამსახურის ბრიგადები გამოიძახა. მაშველებმა კაცის ამოყვანა შეძლეს. სასწრაფო სამსახურის ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოხდა.