თბილისში, აბანოთუბანში შეიარაღებულმა პირმა ვერცხლის ნაკეთობების მაღაზია გაძარცვა.
არსებული ინფორმაციით, მძარცველმა მაღაზიიდან 15 000 ლარის ღირებულების ვერცხლის ნაკეთობები გაიტაცა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.