ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანის, ოპრა უინფრის თქმით, მხოლოდ ღმერთს შეუძლია დაითანხმოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე.
ტელეწამყვანი აცხადებდა, რომ არ გააჩნია გეგმები კენჭი იყაროს 2020 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა ჟურნალ „People“-ს განუცხადა, რომ შეიძლება გადაიფიქროს, თუკი ღმერთი მას დაიყოლიებს.
ოპრას ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მეგობრებმა და თაყვანისმცემლებმა შესთავაზეს, მას შემდეგ რაც იანვარში „ოქროს გლობუსზე“ ძალზე შთამბეჭდავი სიტყვით გამოვიდა. მოგვიანებით მან ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს წინასაარჩევნო მარათონში. თუმცა დღეს უკვე აცხადებს, რომ ყველაფერი ღვთის ნებაა.
„თუკი ღმერთს უნდა რომ მე ეს გავაკეთო, მან უნდა მითხრას. და ეს იმდენად მკვეთრად უნდა იყოს ნათელი, რომ მე მისი ნიშანი არ გამომეპაროს. ჯერჯერობით ეს ნიშანი მე არ მიმიღია“ - აცხადებს ცნობილი ტელეწამყვანი.