“თბილისის არამეგობრული ჟესტი, ანუ რატომ თქვა უარი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაღუპულ ხოჯალელთა ხსოვნის პატივისცემაზე”?-ამ სათაურით სტატიას აზერბაიჯანული გამოცემა „კასპიი“ აქვეყნებს.
პუბლიკაციაში გაკრიტიკებულია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მოქმედება მარნეულში, აზერბაიჯანელი მოსახლეობას წარმომადგენლებთან შეხვედრისას, როცა მან არ მიიღო ადგილობრივი ახალგაზრდების წინადადება პატივი მიეგო ხოჯალის გენოციდის მსხვეპლთა ხსოვნისათვის.
„ქართველმა პრეზიდენტმა უარი იმით დაასაბუთა, რომ „საქართველო თვალს ადევნებს ყარაბაღის კონფლიქტს და მისი გამწავეწვბის წინააღმდეგ გამოდისო“. ამის შესახებ სომეხმა ანალიტიკოსმა აკოფ ბადალიანმა გაზეთ „ლრაგირ“-შიც აღნიშნა და გიორგი მარგველაშვილის ნაბიჯს „საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში და რეგიონულ კონტექსტში „მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფრაგმენტი“ უწოდა.
გაუგებარია, რისი დემონტსრირება სურდა ამ ნაბიჯით გიორგი მარგველაშვილს? ნუთუ მას ეგონა, რომ დაღუპული ხოჯალელების ხსოვნისათვის პატივის მიგებით სომეხთა გრძნობებს შეურაცხყოფდა? ანდა, მისი აზრით, სომხების გრძნობები უფრო ღრმაა, ვიდრე იმ აზერბაიჯანელებისა, რომლებიც სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის მომწყობი სომეხი ბანდიტების მოქმედებით დაზარალდნენ? ან შესაძლოა [ქართველ პრეზიდენტს] ძალიან სურს თავის მოწონება ახალი ევროპელი პატრონების წინაშე?
სხვათა შორის, ჩვენი ქართველი „მეგობრების“ გასაგონად ვიტყვით: ხოჯალის ტრაგედიას მთელი მსოფლიო აღიარებს, გარდა თვით სომხებისა, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ დანაშაულის თავიდან აცილებას. რას ვიზამთ, არ უნდათ სომხებს, რომ მსოფლიო საზოგადოების თვალში გამხეცებული ფაშისტების სახით გამოიყურებოდნენ. სომხები ყველა ზომას მიმართავენ, რომ მომხდარი ტრაგედია დაღუპულებს დააბრალონ და ყარაბაღის უძველეს აზერბაიჯანულ მიწაზე ჩადენილი თავიანთი დანაშაული გაამართლონ. ასე გრძელდება ათეული წლების განმავლობაში. ამ დროს კი თითქოსდა ჩვენი მეგობარი საქართველოს პრეზიდენტს ეშინია პატივი სცეს დაღუპული აზერბაიჯანელების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარ მიწაზე გამხეცებული სომხების ხელით ჰპოვეს აღსასრული...
„სომხური წრეები დიდი ხნის განმავლობაში გამოხატავდნენ უკმაყოფილებას საქართველოს ზედმეტად მჭიდრო ურთიერთობით აზერბაიჯან-თურქეთთან და თურქულ-აზერბაიჯანული ინვესტიციების მატებით ქართულ ეკონომიკაში. ამაში განსაკუთრებით ინტენსიურად ადანაშაულებენ ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. ცხადია, რომ სომხეთის უკმაყოფილების „ფესვები“ გასაგებია, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს პოზიციას სომხების გენოციდის საკითხისადმი“, - წერს აკოფ ბადალიანი „ლრაგირ“-ში და აგრძელებს, - „ნიშანდობლივია, რომ ეს ყველაფერი ხდება სომხეთში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას ვიზიტის შემდეგ: სერჟ სარგსიანთან შეხვედრის დროს ქართველმა მინისტრმა „სასაზღვრო რაიონებში თავისებურ გამოწვევებზე“ ისაუბრაო“.
ქართველი მინისტრის სიტყვები სომხურმა მხარემ „სომხურ-ქართული ნდობის“ ნიშნად მიიჩნია და საქართველოს ინტერესები აზერბაიჯანთან მიმართებით მხოლოდ აზერბაიჯანულ-თურქული ინვენსტიციების ჩადებაში გამოხატა. ამასთან, აკოფ ბადალიანი, რომელიც მოხიბლულია გიორგი მარგველაშვილის ნაბიჯით, მაინც ხაზს უსვამს, რომ „საქართველოს არ შეუძლია სომხების ემოციებით და მათი ინტერესებით იხელმძღვანელოს: დროა სომხეთმა ეს გააცნობიეროს“. პარალელურად იგი სომხურ საზოგადოებას უცხადებს, რომ საქართველო რეგიონული დაძაბულობის შესუსტების ერთგვარ ხელშემწყობად იქნეს განხილული, ანუ ფაქტიურად მოუწოდებს საქართველოს გავლენა მოახდინოს თურქეთსა და აზერბაიჯანზე.
სომეხი ანალიტიკოსი თვლის, რომ „საქართველოს პრეზიდენტმა თავისი მოქმედებით აჩვენა, რომ აზერბაიჯანთან და თურქეთთან [მჭიდრო] ურთიერთობის მიუხედავად, თბილისს მაინც არ სურს მათი პოლიტიკის ინსტრუმენტად იქცესო“. ჩვენ კი, პირიქით, გვგონია, რომ ასეთი ნაბიჯით გიორგი მარგველაშვილმა აზერბაიჯანის მიმართ უპატივცემლობა გამოიჩინა, ანუ იმ ქვეყნის მიმართ, რომელმაც ბევრი სიკეთე გაუკეთა მის ქვეყანას.
ამასთან დაკავშირებით საინტერესოა გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებული რეზონანსული მასალა, რომელიც აფხაზეთში მცხოვრები სომხებს ეხება. საქმე იმაშია, რომ აფხაზი სომხების ხელშია მოქცეული არაღიარებული აფხაზეთის ეკონომიკის თითქმის 80%. გარდა ამისა, შეიმჩნევა ეთნიკური სომხების რაოდენობის ზრდაც, თანაც უკონტროლო სახით. აშკარაა, რომ სომხებმა აფხაზეთი თავიანთი მიგრაციის ადგილად გადააქციეს. მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ შავი ზღვისკენ გასასვლელის ხელში ჩაგდება სომხების სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ პოლიტიკას - აფხაზეთის მშვიდობიანად დაპატრონებას - მხარს უჭერს სომხების ამერიკული ლობიც, ანუ შეიძლება ითქვას, ამერიკელ სომხებს სრულებით არ სურთ, რომ აფხაზეთი საქართველოს დაუბრუნდეს.
აი, ასეთ ფაქტებზე უნდა იფიქროს გიორგი მარგველაშვილმა, სანამ უმადურ სომხებს რევერანსებს გაუკეთებდეს. სულ ერთია, ისინი [პრეზიდენტის ნაბიჯს] მაინც არ დააფასებენ“, - წერს ავტორი თამილა ნურიევა.