ეკონომიკური გათვლები, რაც ასეთი ტიპის კანონის მიღებას სჭირდებოდა, თავიდანვე გაკეთდა და ილუზიაა, თითქოს კანონს ნეგატიური ეკონომიკური ეფექტი ექნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვის თემაზე საუბრისას, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
ზოიძის განმარტებით, კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 8%–მა განაცხადა, რომ სამასპინძლო ობიექტებში აღარ ივლის, მაგრამ 17%–მა, ანუ 2–ჯერ მეტმა თქვა, რომ აქამდე არ დადიოდა, მაგრამ ობიექტებზე მოწევის აკრძალვის შემთხვევაში ივლის.
„ასევე მნიშვნელოვანია ტურიზმის პოტენციალის ზრდა, რასაც შემოსავალი 250 000 ოჯახისთვის მოაქვს. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ტურისტები მოძრაობის წესების დარღვევასთან და ნაგვის საკითხთან ერთად, პრობლემად ასახელებენ გაბუღულკაფეებსა და რესტორნებს, თუ რატომ აღარ ჩამოვლენ საქართველოში. ასე რომ, კანონის ამოქმედების შემდეგ ტურისტული ბიზნესიდან შემოსავლები გაიზრდება“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.