„ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის თანახმად, „ქურდულ შეკრებად“ ჩაითვლება – ორი ან მეტი პირის შეკრება ან ნებისმიერი ფორმით დაკავშირება (მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით) „ქურდულ სამყაროში“ პირთა გაწევრიანების, წევრობის შეწყვეტის ან სტატუსის შეცვლის, ასევე „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური, მატერიალური რესურსების განკარგვის ან ნებისმიერი სხვა საკითხის განხილვის,გადაწყვეტის მიზნით.
„შემოთავაზებული მუხლი საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილე „კანონიერი ქურდის“, „ქურდული სამყაროს“ წევრის ან ნებისმიერი სხვა პირის პასუხისგებაში მიცემის შესაძლებლობას იძლევა, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა და მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისა.
ამასთან, „ქურდული შეკრება“ დასჯადი ხდება არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე შეკრების შემთხვევაში, არამედ ნებისმიერი ფორმით დაკავშირების შემთხვევაში, თუ აღნიშნულის მიზანია „ქურდულ სამყაროში“ პირთა გაწევრიანების ან წევრობის შეწყვეტის ან სტატუსის შეცვლის, ფინანსური,მატერიალური რესურსების განკარგვის ან „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა საკითხის განხილვა,გადაწყვეტა”, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება 26 თებერვალს - ბიუროს სხდომაზე მოხდა.
ამავე თემაზე: იმისთვის, რომ პირთა ერთობა მიჩნეული იქნეს „ქურდულ სამყაროდ” კონკრეტული დანაშაულის არსებობა აუცილებელი აღარ იქნება
„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების გზები ამომწურავი აღარ იქნება
„ქურდული სამყაროს“ პასიური წევრობა დასჯადი ქმედება ხდება
„ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონს „კანონიერი ქურდის“ განმარტება ემატება
„ქურდული გარჩევა“ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენების შემთხვევაშიც დაისჯება