იუსტიციის სამინისტრო ახალი სერვისის – უვიზო მიმოსვლის დღეების გამომთვლელი მობილური აპლიკაციის Schengen/EU App-ის პრეზენტაციას დღეს გამართავს.
უწყების ცნობით, მობილური აპლიკაცია მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, ჩაინიშნონ შენგენის, ევროკავშირის ზონაში გატარებული დღეები და გამოითვალონ დარჩენილი დღეების რაოდენობა, რათა უნებურად არ დაარღვიონ უვიზო მიმოსვლის წესები.
აპლიკაციის დახმარებით შესაძლებელი იქნება:
შენგენის ზონაში მოგზაურობის ისტორიის შენახვა (მათ შორის, ქვეყნების მითითებით);
დარჩენილი დღეების რაოდენობის გამოთვლა;
კონკრეტული მოგზაურობის ან მოგზაურობის ისტორიის ამსახველი ვიზუალური ინფორმაციის გაზიარება სოციალურ ქსელებში.
უვიზო მიმოსვლის დღეების გამომთვლელი მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია 14:00 საათზე გაიმართება.