თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე, ბაზრობა „თერგის“ ტერიტორიაზე სავარაუდოდ, მეორადი ტანსაცმლის სექცია იწვის.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლის ჩაქრობას 40 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ცდილობს.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი 2.000 კვ. მეტრზეა გავრცელებული.
ადგილზე იმყოფება თბილისის მერი კახა კალაძე.