სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარედ ლევან თევზაძე დაინიშნა. მის კანდიდატურას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 12-დან თერთმეტმა წევრმა დაუჭირა მხარი.
ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობოს მიღებაზე უარი თქვა ანა დოლიძემ , არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა კი მხარი არც ერთ კანდიდატს არ დაუჭირა.
კენჭისყრამდე თევზაძემ განაცხადა, რომ თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დატოვებს.
" თუ საბჭო ამირჩევს პალატის თავმჯდომარედ, დღესვე გადავდგები და მივმართავ შესაბამის უწყებას რომ ჩემს ნაცვლად დაიწყოს წევრის არჩევის საკითხზე მუშაობა"- განაცხადა თევზაძემ.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზე გამწესების სურვილი თევზაძის გარდა მოსამართლე ვეფხია ლომიძემ და გოჩა ჯეირანაშვილმაც გამოთქვეს.