მომხმარებელმა მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზია „პესკაში“ შეძენილ ბროკოლის სალათში მატლი იპოვა.
როგორც თავად აცხადებს, აღნიშნული ინფორმაცია „სურსათის ეროვნულ სააგენტოს“ უკვე მიაწოდა.
სააგენტოში „ჯი-ეიჩ-ენს“ განუცხადეს, რომ მომხმარებლის ანონიმურობის დაცვის მიზნით, ფაქტზე რეაგირების შესახებ მას პირადად ეცნობება.
„მატლი იპოვა და მოგვმართა ნიშნავს იმას, რომ როგორი იქნება სააგენტოს რეაგირება და რა შედეგს მივიღებთ, ეცნობება თავად მომხმარებელს“- აცხადებენ სააგენტოში.
რაც შეეხება შეკითხვას, რა რეაგირება ექნება სააგენტოს ფაქტის დადასტურების შემთხვევაში გვიპასუხეს, რომ ამაზე წინასწარ ვერ ისაუბრებენ.
„წინასწარ ოფიციალურ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. მომხმარებლის ინფორმირებულობის გაზრდა რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულებაა, ეს ისედაც ცხადია“, - განგვიმარტეს სააგენტოში.