ვანისა და ხონის №54 საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები 2018 წლის 28 აპრილს გაიმართება.
სხდომაზე, რომელიც დღეს გაიმართება, ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტების, საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ იმსჯელებს.
ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების მიზეზი არჩეული დეპუტატის, გრიგოლ ლილუაშვილის მიერ პარლამენტის დატოვება გარდა.
ლილუაშვილმა 2017 წლის დეკემბერში წლის დეკემბერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.
რაც შეეხება კანდიდატებს, ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ "ევროპული საქართველოს" კანდიდატი.
გიგი უგულავა ამის შესახებ პარტიის რიგგარეშე ყრილობაზე განაცხადა.
ამავე თემაზე: ხონის და ვანის გავლით ევროპული საქართველოსკნ! - გიგა ბოკერია