ბათუმში თამარის დასახლებაში მატარებელი ქალს დაეჯახა - ის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ახალგაზრდა ქალს გულმკერდის დაჟეჟილობა და მუცლის ღრუში დაზიანებები აქვს მიღებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 275-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.