26 თებერვალს ფოთის პოლიკლინიკაში ოფთალმოლოგი კოკა გელენიძე 55 წელს გადაცილებული პაციენტებისთვისუფასო კონსულტაციებს ჩაატარებს. აქციის ფარგლებში ოფთალმოლოგი ჩაატარებს ბიომიკროსკოპიას, მხედველობისსიმახვილის დადგენას, ტონომეტრიას და საჭიროების შემთხვევაში თვალის ფსკერის ოფთალმოსკოპიას.
უფასო კონსულტაციები ფოთის პოლიკლინიკაში, გამსახურდიას ქ. 6-ში ჩატარდება. კონსულტაციების მისაღებად წარმოებს წინასწარი ჩაწერა: +995 32 255 05 05 ან *0505