ჰოლანდიაში მცხოვრები 13 წლის გიორგი ვენკოს ინიციტივით სიღნაღის რაიონის სოფელ ბროწლიანში სათნოების სახლს წყლით უზრუნველყოფის პრობლემა მოეხსნება. სათნოების სახლში 25 ბენეფიციარი ცხოვრობს და ისინი სოციალურად დაუცველ კატეგორიას მიეკუთვნებიან. გიორგი ვენკო ქველმოქმედებით გამოირჩევა, დედით ქართველია და მამით ამერიკელი. ამჟამად იგი ოჯახთან ერთად ამსტერდამში ცხოვრობს. ზაფხულის არდადეგებზე დედასთან პატარა ქველმოქმედი კახეთში იმყოფებოდა და სათნოების სახლს ეწვია სადაც მან მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები ბენეფიციარები გაიცნო. გიორგი ვენკო საქველმოქმედო აქციის მოწყობა გადაწყვიტა და დააფუძნა ფონდი“დაეხმარე საქართველოს“, რომლის საშუალებით სათნოების სახლში არსებული წყლის და ამორტიზებული სახურავის პრობლემა მოგვარდებოდა. საქველმოქმედო პროექტის განხორციელებაში უამრავი ხალხი დააინტერესა და ახალგაზრდებმა თანხების მობილიზება დაიწყეს. ბენეფიციარების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უზრვენველსაყოფად, ჭაბურღილის გათხრითი სამუშაოები განხორციელდა. არტეზიული ჭიდან წყლის მოპოვებას დამატებითი თანხების მობილიზება საჭიროებს და ღონისძიებების ჩატარება გახადა საჭირო. ამჯერად, გიორგის ჰოლანდიაში არსებული ქართული კულტურის ცენტრი და კომპანია Tika Tours დაეხმარა. აღნიშნული კომპანიების დახმარებით, მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში ამსტერდამში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. ქართველი ემიგრანტებისა და უცხოელებისთვის თბილისიდან მოწვეულმა მომღერლებმა-ნინო ჩხეიძემ და დათუნა მგელაძემ იმღერეს. კონცერტიდან შემოსული თანხა, ბროწლიანის სათნოების სახლის წყლით უზრუნველყოფის სისტემისთვის შეგროვდა. 25 თებერვალს გიორგი ვენკო ოჯახის წევრებთან და მომღერლებთან ერთად ბროწლიანს ეწვევა და სათნოების სახლისთვის წყლის მიწოდების საზეიმო ცერემონიალს დაესწრება.