21 თებერვალს შუახევის ჰოსპიტალში ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალიდან მიწვეული სპეციალისტები უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ.
კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ანგიოქირურგი, უროლოგი, გინეკოლოგი, რადიოლოგი, ტრავმატოლოგი, ნევროლოგი, ნეიროქირურგი, ზოგადი ქირურგი და ოჯახის ექიმი შუახევის ჰოსპიტალში 10:00 – 16:00 სთ-მდე ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო კონსულტაციებს გაუწევენ. კონსულტაციების მისაღებად წარმოებს წინასწარი ჩაწერა +995 32 2 55 05 05 / *05 05.