საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთში ჩასვლის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.
სააკაშვილის თქმით, მას საკმაოდ უხეშად ეპყრობოდნენ.
მისივე თქმით, ის კაფედან გაიტაცეს და ცდილობდნენ, რომ მას არ დაენახა სად მიდიოდნენ. როგორც სააკაშვილი აღწერს, ის ხელებშეკრული წაიყვანეს.
„კაფეში ვიყავით, როდესაც შემოვარდნენ და ძალით ჩამსვეს მანქანაში. თვალები ამიხვიეს და ვერტმფრენამდე მიმიყვანეს, როგორც მივხვდი, დიდხანს არტყამდა წრეს კიევის თავზე, ალბათ, კვალის არევის მიზნით. დაეშვა ბორისპოლში, სადაც თვითმფრინავში გადამსვეს. საკმაოდ უხეშად მეპყრობოდნენ, ახლა უკვე ვარშავაში ვარ. ეს არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ იტყუება გამუდმებით უკრაინის ხელისუფლება. არ არსებობს არანაირი სისხლის სამართლის საქმე და არც გადატრიალება, რასაც თითქოს ვგეგმავდი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა კიევში, რესტორან „სულუგუნთან“ დააკავეს.
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში რეადმისია უკრაინის კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა.