„დინამიკა დამაკმაყოფილებელია, პაციენტის მდგომარეობაში მცირედი უკეთესობაც შეიმჩნევა. ექიმები ჩატარებული კვლევებით და დაკვირვებით, დღის ბოლომდე გადაწყვეტენ, გუგეშაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში დატოვონ, თუ პალატაში გადაიყვანონ“, - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" ღუდუშაურის საავადმყოფოს პრესსამსახურში.
ამასთანავე, საავადმყოფოფ ტერიტორიაზე უკვე საათზე მეტია იმყოფებიან შსს-ს წარმომადგენელები, თუმცა პრესსამასახურში აცხადებენ, რომ გუგეშაშვულის გამოკითხვა არ მიმდინარეობს.
შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში 7 თებერვალს ესროლეს. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მგდომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.