საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთში ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა გამო მწუხარებას გამოთქვამს.
,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ათეულობით მშვიდობიანი ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა. ვუსამძიმრებ რუს ხალხს და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს”, - აცხადებს პრეზიდენტი.
რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, სავარაუდოდ 71 ადამიანი დაიღუპა.