დღეს, თბილისის პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრების“ ფარგლებში მიღება გაიმართება.
მიღებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში უმასპინძლებენ.
პარალელურად მოეწყობა ფოტო-გამოფენა „საქართველოს ეკლესია 1917–2017 წლებში“.
ღონისძიებას დაესწრებიან საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნების დელეგატები, პარლამენტის წევრები და სასულიერო პირები.