დოდო გუგეშაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. როგორც ღუდუშაურის კლინიკაში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა, დღეს პალატაში არ გადაიყვანენ.
შეგახსენებთ, დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს 7 თებერვალს, დიღომში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ.
მომხდარის შედეგად, დოდო გუგეშაშვილი დაიჭრა, მისი შვილი, ნოდარ გუგეშაშვილი კი, ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.
ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაკითხავენ დოდო გუგეშაშვილს.