FIFA-ს მსოფლიო თასი საქართველოშია. მსოფლიო თასის ჩამოსვლა საქართველოში ფეხბურთის ფედერაციასთან და ქალაქ თბილისის მერიასთან პარტნიორობითაა ორგანიზებული. დელეგაციაშია ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელი კრისტიან კარამბეც. მსოფლიო თასის ჩამოსვლა საქართველოში ფეხბურთის ფედერაციასთან და ქალაქ თბილისის მერიასთან პარტნიორობითაა ორგანიზებული.
FIFA-ს მსოფლიო თასის ტური, რომლის ორგანიზატორიც არის „კოკა-კოლა“, შანსს აძლევს ადამიანებს გახდეს მონაწილე მსოფლიოს უდიდესი სპორტული ღონისძიების. „კოკა-კოლა“ და FIFA იწვევენ გულშემატკივრებს საკუთარი თვალით იხილონ თასი, რომლითაც FIFA გამარჯვებულ ქვეყანას აჯილდოვებს.
FIFA- ს მსოფლიო თასის ტური „კოკა-კოლამ“ 2017 წლის სექტემბერს დაიწყო. ტური პლანეტის 6 კონტინენტის 50-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს და ცხრა თვის განმავლობაში 126000 კილომეტრს გაივლის.