შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ღუდუშაურის კლინიკაში განუცხადეს.
"დოდო გუგეშაშვილის ოპერაცია დასრულდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადეს კლინიკაში.
ცნობისთვის, დოდო გუგეშაშვილი და მისი შვილი საკუთარ სახლში დაჭრეს. გუგეშაშვილი კლინიკაშია გადაყვანილი, შვილი კი, ადგილზე დაიღუპა.