თბილისში, ყაზბეგის გამზირზე 25-წლამდე მამაკაცი დაჭრეს.
ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ პირებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რის შემდეგაც ახალგაზრდა მამაკაცი მეუღლის თვალწინ დაჭრეს.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.