სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე ეხმაურება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულისათვის ორი პირის დაკავების ფაქტს. „სახალხო დამცველის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ საკმაოდ ხშირად ხდება სავარაუდოდ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები, ფიზიკური ძალადობის შემთხვევები, სხვაგვარი ძალადობის შემთხვევები და აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოების ცნობიერებას და დამოკიდებულებას სჭირდება ცვლილება და ამ მიზნით სახელმწიფომ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას. მისასალმებელია ის, რომ დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქტიური ღონისძიებების გატარება სიძულვილის მოტივის გამოსაკვეთად, სახალხო დამცველი ამ და ყველა სხვა შემთხვევაზე, რაც მედიასაშუალებებით გახდა ცნობილი, ახორციელებს მონიტორინგს, შეისწავლის და მოგვიანებით უკვე შეგვეძლება ვისაუბროთ კონკრეტული დეტალების შესახებ.“ - განაცხადა ეკა სხილაძემ.