[მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის შედეგად] დაზარალებულთა დამატებითი მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში, ხარჯებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, თბილისის მერია დაფარავს, - ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაში წერია, დაზარალებულთა პირველადი მკურნალობის ხარჯები სრულად ანაზღაურდა.
"30 იანვარს, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის შედეგად, 14 ადამიანი დაზარალდა, რომელთაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დროულად აღმოუჩინეს და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მათი პირველადი მკურნალობის ხარჯები სრულად ანაზღაურდა, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ასევე, თბილისის მერიის მიერ. როგორც არაერთხელ აღინიშნა, დაზარალებულთა დამატებითი მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში, ხარჯებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, თბილისის მერია დაფარავს", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად ერთ-ერთი დაშავებული, დიმიტრი ფაილოძე ნაოპერაციებ ფეხს ონლაინსესხით მკურნალობს. აღნიშნულის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ ფაილოძემ განუცხადა.