ბათუმში, ასათიანის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ბარაკული ტიპის საცხოვრებელს გაუჩნდა.
ადგილზე მეხანძრე მაშველები ამ დრომდე მუშაობენ.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა, დაშავებულები არ არიან, თუმცა, ტექნიკა და ავეჯი მთლიანად არის განადგურებული.