თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, კიევი-თბილისის ავიარეისი ავარიულად დაეშვა. სავარაუდოდ, სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობის გამო, თვითმფრინავი 35 წუთის დაგვიანებით, მაღალი სიჩქარით დაეშვა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
აეროპორტში იმყოფებიან სახანძრო და სამაშველო სამსახურის და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.