ხობის რაიონის სოფელ ხამისქურში სამგზავრო მატარებელი შუახნის ქალს დაეჯახა.
ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა დაშავებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ქალი სარკინიგზო რელსებზე გადადიოდა და მატარებლის მოახლოება დროულად ვერ შენიშნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.