ყვარელში, კინოთეატრის ყოფილ შენობას წუხელ ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ მომენტისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
„მიტოვებული, ძველი კინოთეატრის სასხვენო გადახურვა დაიწვა. დამწვარია, 1 100 კვ. მ, ადგილზე 40-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა“, - განუცხადეს „ჯი-ეიჩ-ენს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.