გვატემალაში 60 ათასზე მეტი უცნობი მემკვიდრეობა აღმოაჩინეს, რომელიც მაიას ტომების დროინდელ ცივილიზაციას ეკუთვნის. ამერიკელი არქეოლოგების მოსაზრებით, მაიას ცივილიზაცია იმაზე ბევრად მრავალრიცხოვანი იყო, ვიდრე ადრე მიაჩნდათ.
მრავალრიცხოვანი სარწყავი არხები, გზები, ციხესიმაგრეები და პირამიდები იმაზე მიანიშნებს, რომ იმ ტერიტორიაზე ათეულობით მსხვილი ქალაქი იყო. ცივილიზაციის გამქრალი ნიმუშები, გვატემალას ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ლაზერული რადარების დახმარებით აღმოაჩინეს და დაახლოებით 2 ათას კვადრატულ კილომეტრს მოიცავს.
არსებული მონაცემებით, ამ ტერიტორიაზე, შესაძლოა, 10 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.
უძველესი მეზოამერიკული მაიას ცივილიზაცია თანამედროვე მექსიკის ტერიტორიაზე, გვატემალასა და გოდნურასას ტერიტორიაზე, დაახლოებით 3,5 ათასი წლის წინ, კოლონიალური პერიოდის დაწყებამდე არსებობდა.
დაახლოებით, XVII საუკუნის ბოლოს, მისი ბოლო დამოუკიდებელი ქალაქი, ესპანელების მფლობელობაში გადავიდა.
2017 წლის სექტემბერში, გვატემალას ჩრდილოეთ ნაწილში ქალაქ ვაკას ნანგრევებში, მაიას ტომის უმაღლესი ბელადის სამარხი იპოვეს. არქეოლოგების ცნობით, ის გვატემალაში ნაპოვნი ყველაზე ძველი სამარხია.